არესტოვიჩი – რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს დონბასისა და უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის სრულ ანექსირებას

რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს დონბასისა და უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის სრულ ანექსირებას. უახლოეს დღეებში მოსკოვში შეიძლება განაცხადონ ამ ტერიტორიების დაპყრობის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა РБК-Украина-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ომში გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონისა და ნაწილობრივ შეიძლება ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეიძლება გამოაცხადონ „ტავრიჩესკის გუბერნია“ და ტერიტორიების ანექსია, სადაც იმოქმედებს რუსული რუბლი და დაფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – “ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა