მანჯგალაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილი ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება.

„არსებულ მძიმე ვითარებას, ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და ყველაფერს სერიოზულად უნდა მიუდგეს. მათ ვერც სხვის შეცდომებზე ისწავლეს და საქართველოს ისტორია არ იციან, მაგრამ უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდნენ, რადგან ადამიანების მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ დიდი სოლიდარობა. ის, რომ სააკაშვილი შიმშილობს, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება. მმართველი გუნდი ამას უნდა აცნობიერებდეს. როცა ამას ვამბობ, ვინმეს მომხრე, იმისტი და ამისტი კი არ ვარ, საქართველოს მომხრე ვარ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მინდა. მიხეილ სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გარისკოს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ნაყოფიას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ