ღარიბაშვილი – ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ

ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფარსი, რომელიც მათ დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, საკუთარი თავის მოტყუებაა.

„თავის თავს რომ ატყუებენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას, შეურაცხყოფას აყენებენ ამით. რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ჰგონიათ, ადამიანები ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი. ვინ არის „გირჩი“ – ზურა ჯაფარიძე? „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ. კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მატი ნატურა არ შეიცვლება. იგივეა, კაცმა ეშმაკს დაუჯეროს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი