“მანდატზე უარი ვთქვი ერთი თვის წინ, აქამდე რატომ არ დააკმაყოფილეს?”

ოპოზიციაში არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს კიდევ ერთხელ პასუხობენ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება აქამდე, მაშინ როდესაც ამის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ დაწერეს.

“მანდატზე უარი მაქვს ნათქვამი ერთი თვის წინ, როცა პარლამენტში განცხადება შევიტანე ოფიციალურად. აქამდე რატომ არ დააკმაყოფილეს ესეც არ მესმის. არ მჯერა, რომ ახლა ვინმე არის ოპოზიციაში ვისაც განცხადება აქვს დაწერილი და ამ ერთ კვირიანი ულტიმატუმის გამო შევარდება პარლამენტში და განცხადებას უკან გამოიტანს. მორიგი იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა”, – ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიგეგელია: არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში საერთო ოპოზიციური შეხვედრა გაიმართოს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს