მანანა კობახიძე: სანდრა რულოვსის მხრიდან კანდიდატურის მოხსნა, მის მიერ დამარცხების აღიარებაა

rezonansi

სანდრა რულოვსი დარჩებოდა მეორე ტურში თუ არა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნამდვილად გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, სამი უბნის შედეგებმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში მხარდაჭერა არ აქვს.

„კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა. ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დავალებით არის მაინც გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში როგორც სააკაშვილის პროექტი ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ მეორე ტურში სამეგრელოშიც და ყველა ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მეორე ტურში მონაწილება მისთვის შეურაცხმყოფელია.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: უშიშროების მდივანზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს