მანანა კობახიძე: ქართველი კანონიერი ქურდის ჩამოსვლას ეხმაურება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

“ნაციონალური მოძრაობის ზღაპრებს აღარ ვუსმენთ,”-ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი კანონიერი ქურდის, მეტსახელად სვანას საქართველოში დეპორტაციის შესახებ.

მანანა კობახიძის თქმით ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯადია და თუ ვინმე ეწევა დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყანაში, ის აგებს პასუხს. ვიცე-სპიკერმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ დღეს სოციალური ქსელით ინფორმაცია გაავრცელა კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, იგივე სვანას ოდესიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ და მოუწოდა სამართალდამცველებს მიიღონ შესაბამისი ზომები.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაშსს-ს საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი ეწვია