შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და „ნატახტარის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:2 „ნატახტარის“ უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი ანგარიში საპატრულო პოლიციის ფეხბურთელმა ლაშა ცხაკაიამ გაათანაბრა. შეხვედრის დასასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდს ჩემპიონის თასი და მედლები გადაეცა. ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარედ შოთა ღურბელეიშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული კი თემურ რაქვიაშვილმა მოიპოვა.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში“ ასპარეზობისას საპატრულო პოლიციისა და „ნატახტრის“ გუნდები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. თითო გუნდს სამ-სამი მოგება ჰქონდა. ფინალური შეხვედრა რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, რომელიც შსს-ს საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2″_ის გადამღებ ჯგუფს და პარლამენტარს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ქართველი კანონიერი ქურდის ჩამოსვლას ეხმაურება