მან გააკეთა პასუხისმგებლიანი განცხადება ეროვნულ შერიგებაზე, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას – სააკაშვილს ლევან ხაბეიშვილი ხვდება

“სანამ პოლიტიკური ტყვეები და მძევლები ეყოლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ქვეყანაში იქნება პოლიტიკური კრიზისი. ეს ნორმალური მაშინ, როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, პოლიტიკური სასამართლოა, პოლიტიკური ძალოვანი უწყებები არიან და ჰყავთ ტყვეები, ისეთი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სჭირდება “ოცნების” მხრიდან გონივრული ნაბიჯები და პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება. როდესაც საუბარია ეროვნულ შერიგებაზე, ეს არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ „ფეისბუქის“, ასევე ოფიციალური ვებგვერდებიდან სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერის წაშლა
შემდეგი სტატიასუბარი – სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია