მამულაშვილი: ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება, ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში

ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება, ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის. მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მიმაჩნია, სწორი გადაწყვეტილება იყო მამუკა ხაზარაძის და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ.

პარტიაში ამაზე საუბარი არ მქონია, ველოდები. ჩვენ უნდა მივბაძოთ მამუკა ხაზარაძეს. პარლამენტს ძალიან მალე მივმართავ და დავტოვებ. პარტიაში ჯერ არავინ მინახავს, შევხვდებით და ვფქრობ, რომ უნდა შევჯერდეთ. ხვალ, საქართველოდან დასავლეთში პარტნიორებს უნდა გავესაუბრო, როცა დავბრუნდები, განაცხადს შევიტან. ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. პარტიის დატოვებას არ ვაპირებ, ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო. რუსეთის იმპერიას ვებრძვი და მათ წარმომადგენლებს საქართველოში, „ქართულ ოცნებას“. ვერ გაგცემთ გუნდის წევრების ნაცვლად პასუხს, რადგან ჯერ კომუნიკაცია არ მქონია. ახლახანს გახმოვანდა. პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილება იცის. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის განცხადების სულისკვეთებას
შემდეგი სტატიაპროკურატურამ საარჩევნო უბანზე „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის განხორციელების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა