დეკანოიძე – სრულად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის განცხადების სულისკვეთებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მანდატების დატოვების შესახებ.

„მე სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას. იქნება ერთობლივი პარტიული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ძალიან მალე ჩვენი პარტიის სახელით განცხადება გაკეთდება. მე, პიროვნულად სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც რეალურად გაჟღერდება ძალიან მალე, მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი სრულად ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მისი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო.

წინა სტატიაში“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” სახელს იცვლის
შემდეგი სტატიამამულაშვილი: ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება, ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში