მამულაშვილი – ოცნება დგას კრიმინალურ ავტორიტეტებზე, მოსყიდულ სასამართლოსა და მოპარულ ფულზე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ე.წ. ძველის ბიჭების დახმარებით ცდილობს. მათი თქმით, ხელისუფლება კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს ხელშეუხებლობას ჰპირდება, სანაცვლოდ კი ისინი არჩევნებში ძალადობრივი მეთოდებით ეხმარებიან.

“ქართული ოცნება დგას კრიმინალურ ავტორიტეტებზე, მოსყიდულ სასამართლოზე, მოპარულ ფულზე. რეალურად, ამ ხალხს ვისაც ვხედავთ, არ არიან არც ძველი ბიჭები, არც ქურდები, ესენი არიან ჩვეულებრივი სუს-ის “ნასედკები”. მაქსიმალურად ძალადობით, დაშინებით, ცემითა და ზიზღით მოისყიდონ, მოიპარონ ამომრჩევლის ხმა – ეს არის მათი ერთ-ერთი დავალება და ესაა კლასიკური რუსული მაგალითი, როგორ ხდება არჩევნების მოპარვა”, – თქვა ნონა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიათიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა