მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყანაში ვითარების ასარევად “ყველაფერი იკადრა”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყანაში ვითარების ასარევად “ყველაფერი იკადრა”, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ამან ხალხი ვერ აღაშფოთა, “დანებდნენ და შერიგება გადაწყვიტეს”.

“მოდით შევთანხმდეთ ასე, მაშინ, ვთავაზობ, ორი კვირა მაინც მოითმინონ აბა, თუ მოხდება ისე, რომ მათი ტელევიზიები, ისინი თავად, ტყუილს არ იტყვიან, ელემენტარულად, არ იკადრებენ ტყუილს დავუშვათ, არაფერს დააბრალებენ. მათი ტელევიზიები ისე ქვემოთ ჩავიდნენ, ისე ფსკერზე ჩავიდნენ, ფეხსაცმელები ვის რა აცვია იმას დასდევენ და იქაც იტყუებიან ოღონდ, ამასაც იტყუებიან, ხომ ჩავიდნენ ფსკერზე და ფსკერიდანაც იტყუებიან. ერთი-ორი კვირა სცადოს აბა ვინმემ არ მოიტყუოს, არ დააბრალოს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: მზად ვართ, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩავრთოთ მაღალი დონის მოსამართლეები დასავლეთიდან
შემდეგი სტატიასუბარი: არ შეიძლება კონკრეტულ ვითარებაში ვისაც რა გვაწყობს იმის მიხედვით ვცვალოთ კანონმდებლობა, ეს არ იქნება სწორი