მამუკა მდინარაძე – მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ, – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთი კონკრეტული საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

“როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ. რაც შეეხება საკითხს, ეს არ იმოქმედებს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული პარტნიორისა და ჩვენს ურთიერთობაზე. გვაქვს უამრავი რესურსი და ჩვენი კავშირები, გამოცდილება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ერთი კონკრეტული ქეისი ზეგავლენას მოახდენს რაიმე ურთიერთობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკოსები, რომლებიც თავს დებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციული
შემდეგი სტატია„ენგურჰესის“ გაშვების ტესტირების გამო, ზუგდიდს და აფხაზეთის ნაწილს ერთი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება