პოლიტიკოსები, რომლებიც თავს დებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციული

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2018 16:36

პოლიტიკოსები, რომლებიც თავს დებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციული

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ერვოინტეგრაცია არის საკითხი, რაზეც საქართველოში, ყველა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, უნდა გაერთიანდეს.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ერვოინტეგრაცია არის საკითხი, რაზეც საქართველოში, ყველა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, უნდა გაერთიანდეს.

ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროპაში კრიმინალების ექსპორტს ეწევა, რაც მისივე თქმით, ევროპულ მომავალს აზიანებს.

„პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს დებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციული და მხარდამჭერები საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგანაც ისინი ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე სიხარულით აუწყებდნენ ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია, რადგან საქართველოში კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო.

ამაზე საჯაროდ, ეთერშიც საუბრობდნენ და მგონი თქვენც იყავით ქალბატონო სალომე, რომელიც ამას საუბრობდით საჯაროდ და ახლა იგივე კითხვებს სვამთ, რომ საქართველოში ისეთი კრიმინალი და გაჭირვებაა, რომ ამან შეიძლება შეჩერება გამოიწვიოს“,- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 19, 2018 16:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics