მამუკა მდინარაძე – დაორგანიზებული იყო ოცკაციანი ჯგუფი და ცდილობდნენ, პრემიერის გამოსვლისას ხალხი ნეგატიურ განწყობაზე აეყოლებინათ

ოცკაციანი ჯგუფი იყო დაორგანიზებული და ცდილობდნენ, პრემიერის გამოსვლისას ხალხი ნეგატიურ განწყობაზე აეყოლებინათ, მათი მცდელობა ოვაციებმა გადაფარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ასეთ ქმედებას რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხი გაოგნებული უყურებდა.

„ერი და ბერი გამარჯვებას როცა ზეიმობდა, ხალხი ქუჩაში ერთმანეთს ეხუტებოდა და ულოცავდა, ამ დროს ასეთი რაღაც როგორ უნდა იფიქრო? ამაზე საუბარი არც მინდოდა. ორ ადგილას, სადაც კამერები იყო, ოც-ოცკაციანი ჯგუფი იყო დაორგანიზებული, რომლებიც ცდილობდნენ, ხალხი ნეგატიურ განწყობაზე აეყოლებინათ. ხალხი როცა ერთიანია, რა დროს წამოყვირებებია? – ხალხი მათ გაოგნებული უყურებდა. მათი მცდელობა ტაშმა და ოვაციებმა გადაფარა, რაც ჩვენი ბიჭების ღირსების ორდენებით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის გადაწყვეტილებას მოჰყვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს, როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა ევროპის საგზური
შემდეგი სტატიავენეციის კომისია ისეთ რეკომენდაციას თუ მოგვცემს, რომელიც ევროპულ პრაქტიკას იქნება აცდენილი, მსგავს რეკომენდაციას არ გავიზიარებთ – მდინარაძე