მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა.

როგორც დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს წევრები არიან: ადვოკატი ალექსი ბოლქვაძე, პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე, პედაგოგი მაია ჭიჭიაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქავა, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი წურწუმია, ფიზიკოსი თამაზ ბუთხუზი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი : სალომე ზურაბიშვილისგან გაერო-ს ტრიბუნიდან მეტს ველოდი
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არის, ქვეყანაში ანტისაოკუპაციო განწყობაა