მამუკა ბახტაძე – ზაზა ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

„ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი, აღნიშნული განცხადება შევა ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ, რომ ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში. ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც. ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, რომ გადაიხადო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ლევან ყიფიანთან დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჩანაწერების საკითხს პროკურატურა იძიებს.

„პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, მას შეუძლია, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არსებობს კანონის უზენაესობა, არსებობს სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს და ეს კითხვა ლევან ყიფიანს უნდა დაუსვათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატია4 მილიონი “ქართული ოცნებისთვის” – “კურიერმა” ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც თიბისი ბანკიდან ფულის გატანას ასახავს