მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, პროპორციულ სიაში არ იქნება – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტი მამუკა ბახტაძე სავარაუდოოდ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში არ იქნება. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში,- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას გუნდთან ერთად თავადაც გეგმავს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება სიაში.

შეგახსენებთ, 20 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. წარდგენაზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძეც.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : საპარლამენტო სიას ძლიერი კადრებით დავაკომპლექტებთ
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს