მამუკა ბახტაძე – რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი.

„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი:ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს