მამუკა ბახტაძე : ბოლო კვირების მოვლენებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია

ბოლო კვირების მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას. ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს.

ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია. ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გვაქვს ძალიან დიდი თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს და მისი მთავარი ინტერესების დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს იმ თავშეკავებისთვის, იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გვაჩვენებენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის უფლება აუკრძალა