მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2019 11:19

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული შეხვედრის წინ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებოდა. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 5-14 ივნისს სტუმრობს. პრემიერმა სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუ გამართა. მან უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. ვაშინგტონში მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2019 11:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics