მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება

„ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაასახელებს. ამის მიუხედავად, უკვე ვრცელდება რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავს.

მათ შორის არის ფინანსთა მინისტრი, თუმცა თავად მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას.

რაც შემიძლია დავადასტურო ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებზე“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიRolls-Royce-მა პირველი ჯიპი გამოუშვა
შემდეგი სტატიაშიმშილობის აქცია გმირთა მოედანზე – ომის ვეტერანები პენსიის გაზრდას ითხოვენ