მამარდაშვილი: ოცნება ავიხდინეთ – ჩვენ დავწერეთ ისტორია!

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, იმიტომ რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს წელიწად ნახევარი-ორი წელი რაც იყო გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათი დიდი დამსახურებაა დღეს რომ აქ ვართ და მიხარია მათთვის იმიტომ რომ ისინი გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ოცნება ავიხდინეთ. […] ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე, არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია! […] პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა დარტყმული მაგ კუთხეში, როცა სჭირდებოდა გუნდს,-თქვა საბერძნეთთან მატჩის დასრულების შემდეგ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა კვარცხელია მალე მამა გახდება-ოჯახი ვაჟიშვილს ელოდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა-ზელენსკის მილოცვა