მამაკაცმა, რომელმაც სიდნეიში სროლა მოაწყო, თავი მოიკლა

შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სროლა მოაწყო, თავი მოიკლა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში მყოფი სამი მოქალაქე შენობიდან გავიდა. იმის მტკიცებულება, რომ ისინი მძევლებად იყვნენ აყვანილი, ჯერჯერობით არ არსებობს.
პოლიციელებმა შენობაში შესვლისთანავე აღმოაჩინეს მამაკაცი, რომელიც უკვე მკვდარი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ავტომატით იყო შეიარაღებული.
მის მიერ გახსნილი ცეცხლის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
პოლიცია არ თვლის, რომ მომხდარი ტერაქტს უკავშირდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში71 წლის ასაკში “ძაღლუკას” გამომგონებელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “სოლიდარობის ფონდში” 8505 ლარი ირიცხება