(ვიდეო) ეს განცხადებები მამა გიორგის ბრალეულობაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება

მეუფე იაკობის მიერ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც მან მრევლის წინშე ქადაგებისას გააკეთა, გამოძიების დასრულებამდე აბსურდულად მიიჩნევს წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია სარია. როგორც სასულიერო პირმა ,,არჩევანის“ ეთერში აღნიშნა, ,,თვით პროკურატურა ვერ ადასტურებს ჯერ მამა გიორგის დანაშაულს“. მეუფე იაკობი ზედმეტად რთულ საკითხებს ეხება და ასეთი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ პროკურატურასთან ურთიერთობის მქონე ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს.
,,სხვათაშორის ყევლა სენსაციური განცხადება დაიწყო ხსენებული მეუფის მხრიდან. დიდი მოკრძალებით, რა თქმა უნდა, ხარისხით ბევრად მეტია და ლოცვა-კურთხევას ვითხოვთ, მაგრამ ის რასაც თვით მეუფე ამბობს, ცოტაზე მეტად დაუჯერებელია. მამა გიორგის ლექსიკას და საუბრებს არ ვიწონებთ და შეუძლებელია ეს სასულიერო პირისგან. თუ ამაზე ვბრაზდებით და ამას ვუთვლით მამა გიორგის დანაშაულად, არ ვიცი“ – აცხადებს მამა ანდრია, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობს შეგნებულად დამკვიდრება აზრისა, რომ მამა გიორგი დამნაშავეა.

,,მე მიკვირს, როცა სასულიერო პირები გამოდიან და მამა გიორგის დანაშაულს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომ ხალხში შეიქმნას აზრი მამა გიორგის დანაშაულზე, რომ მას თითქოსდა უნდადა პატრიარქის მკვლელობა, არადა პროკურატურა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. ჩვენ პირიქით, სასულიერო პირებს გვევალება, რომ არათუ დანაშაულზე არ ვისაუბროთ, არამედ მამებიც ამბობენ – რაც არ გინახავს იმაზე ნუ იმსჯელებ. არადა რაც არ უნახავთ იმაზე ამბობენ. მეუფლება განცდა, რომ იგივე მდგომარეობაში რაიმე პროვოკაცია რომ დამიგონ, გამოუცდელობიდან გამოდინარე, გამოდის, რომ მარტოობის მსხვერპლი აღმოვჩნდები. ყველაზე მეტად მამა გიორგიზე ბათუმის ეპარქია უნდა საუბრობდეს, რადგან იმ ეპარქიის შვილია. ვინც მამა გიორგის იცნობს ყველაზე უკეთ, ის ადამიანები სდუმან და საუბრობენ ისინი, ვინც აშკარა ანტაგონიზმს გამოხატავენ“ – აცხადებს მამა ანდრია.

 

https://youtu.be/ThvLLzJNgus

banner
წინა სტატიაში(VIDEO) დეკანოზის სკანდალური წერილი და პასუხი მეუფე იაკობს – ,,ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო“
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მის დაკავებამდე ანზორ ჩუბინიძე იყო გერმანიაში ჩასული