მამა განწირულ შვილს სიკვდილთან შესახვედრად ამზადებს

თურქული გამოცემა ,,ჰურიეთი,, გაუგონარი ამბის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
გაამოცემის ცნობით, ჩინენთის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრები გლეხი, ჟანგ ლიონგი, სასიკდილოდ განწირულ 2 წლის ქალიშვილს სიკვდილთან შესახვედრად ამზადებს.


ჟანგ ლონგის განცხადებით, ერითრობალისტიკური ანემიის (ხმელთაშუა ზღვის ანემია) დიაგნოზით დაბადებული ქალიშვილის 2 წლამდე სამკურნალოდ – 20.000 დოლარამდე დახარჯეს და აღრაფერი დარჩათ.
,,მე ფერმაში მუშაობით ცოტას გამოვიმუშავებ რაც სისხლის გადასხმის ხარჯებს ვერ ფარავს. რაც გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ და დავხარჯეთ. მუდმივად ჭირდება სისხლის გამოცვლა. სოფელში ყველასგან ფული ვისესხეთ და მეტს არავინ გვაძლევს. ჩვენი სისხლი ვარგისი არ გამოდგა იმისთვის, რომ ქალიშვილისთვის ჩაგვესხა და ამიტომ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ბავშვი გაგვეჩინა, რომ მისი სისხლის გადასხმა შეგვძლებოდა.თუმცა ექიმებმა გვითხრეს, რომ სანამ მეორე ბავშვის სისხლი აღება გახდება შესაძლებელი, მანამდე გოგონა ვერ იცოცხლებს. მხოლოდ ისღა დამრჩა, რომ ბოლო დღემდე მასთან ვიყო. საფლავი გავთხარე და ყოველდღე მივდივართ იქ. ერთად ვწვებით. მინდა რომ, როდესაც სიკვდილი მოვა არ შეეშინდეს და არც ამ საფლავმა შეაშინოს,, აცხადებს განწირული შვილის მამა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს-დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა
შემდეგი სტატიამეზობლის “ტუალეტიდან” თავზე შარდი, ნარეცხი და ნაბანი წყალი გვეწვეთება