მალხაზ ჯალაღონია: ვერ გააყალბებენ!

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია“ ჩაატარა უზარმაზარი მიტინგი ზუგდიდში. მოვიდა დიდი რაოდენობით მხარდამჭერი. ამ მრავალათასიანმა მიტინგმა, როგორც ჩანს, გაანერვიულა ხელისუფლება. ეძებენ რაიმე ხელჩასაჭიდს. თითქოს მიტინგზე კოვიდის პროფილაქტიკა არ იყო დაცული. ყველას, ვისაც შევხედე, პირბადე ეკეთა. ამბობენ, რომ ზოგიერთს არ ეკეთა სწორად. ეს ხელისუფლების პრობლემაა, თუ ვერ ასწავლეს ადამიანებს, როგორ უნდა გაიკეთონ სწორად პირბადე. ზოგადად, კოვიდზე მოგახსენებთ შემდეგს. კოვიდი საშიში ინფექციაა, მაგრამ ათასჯერ უფრო საშიში ჩვენთვის ეს მოღალატე მთავრობაა, რომელიც არ მოემზადა მეორე ტალღისთვის და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. მათ უნდათ კოვიდი არჩევნების მოსაგებად გამოიყენონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქართველი ჟამიანობის დროსაც მიდიოდა ომში. დღეს ბრძოლის ველი საარჩევნო უბნებია. აუცილებელია ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, ერთჯერადი კალმისტრების გამოყენება, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენსა და სხვის ჯანმრთელობას. ვერ გააყალბებენ!-აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია.

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო
შემდეგი სტატიაჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ მოქმედ სამხედროს აკავებენ! არა და როგორ მომზადებული ყავდათ “პადსტავნოი” ვინმე გვაზავა