მალე ოთარ დანელიას და გელა დუმბაძესაც მოხსნიან?

დიასპორის სახელმწიფო მინისტრი

ministrebiრეალურად, რას შეეწირა თამარ სანიკიძე

 

„გადაყენებულთა გალერეა“ კიდევ ერთი „ექსპონატით“ გამდიდრდა – ამიერიდან, ხელისუფლებიდან „უდროოდ წასულთა“ გვერდით ღირსეულ ადგილს სწავლული ბუღალტერი თამარ სანიკიძეც დაიკავებს. მართალია, უმრავლესობამ დაგვაიმედა, მოხსნა გუნდიდან წასვლას არ ნიშნავსო და ქალბატონი სანიკიძეც მოხსნას ისეთი ღიმილით და სიამოვნებით შეხვდა, კაცი იტყოდა, მინიმუმ, მარსზე გაფრენის ბილეთი მოიგოო, მაგრამ მაინც, გაჩნდა კითხვა, რატომ მოხსნეს განათლების მინისტრი მაინცდამაინც ახლა, როცა ყველაფერს თვი რომ დავანებოთ, ეროვნული გამოცდები კარზეა მომდგარი?

 

სანიკიძის გადაყენების შესახებ ცნობილი გახდა თუ არა, სოციალურ ქსელში მინიშებები გაკეთდა, რომ სანიკიძე, რომელიც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით აღზევდა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გასულ ექსპერმიერის ინტერვიუს შეეწირა, ანუ ღიად დაიწერა, რომ ჟურნალისტ სალომე ასათიანის და განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსია და „თავნება“ ჟურნალისტს რომ ვერფაერი მოუხერხეს, სანიკიძე დასაჯეს, შენი თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის „ზრდილობა“ ვერ გისწავლებია, როგორ ვერ გააგებინე, რომ იმ „ბრძენ კაცს“ სიტყვა არ უნდა შეუბრუნონო.

 

ზოგადად, სანიკიძე კარგი მინისტრი რომ არ იყო, ამაზე, პროფესიონალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, განათლების სისტემაში საშუალოდ ჩახედული ადამიანები აქამდეც ლაპარაკობდნენ. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ სანიკიძე და მისი გუნდი მარტო მოქმედ კი არა, ყოფილ პრემიერებსაც ატყუებდა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

 

რაც შეეხება მოულოდნელ საზაფხულო მოხსნს, როგორც „თაიმერს“ კომპეტენტურმა წყარომ უთრხა, არჩევნების წინ „ოცნება“ აღმასრულებელი გუნდის გადახალისებას ისეც გეგმავდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, „დიდი მოხსნები“ ვისგან დაეწყო, რადგან ამ პროცესს უმტკივნეულო სახე უნდა ჰქონოდა და ხალხში ისეთი ილუზია შექმნილი, რომ ვინმე კი არ გააგდეს, არამედ, პარტია ხალხზე ზრუნავს და სამთავარობო ცვილელებიც ამით უნდა გამართლებულიყო.

 

„ჰოდა, საბაბი გაჩნდა თუ არა, ეგერევე სანიკიძე მოიშორეს. ახლა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ ქალბატონს „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ვიხილავთ. მართალია, ამაზე კულუარებში ამბობენ, მაგრამ თუ „ოცნება“ სანიკძეს სიაში ჩასვამს, მაშინ გამოვა, რომ მმართველ პარტიას აზრი საერთოდ აღარ მოეკითხება,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ჩვენმა წყარომ, რომელიც განათლების სისტემაში კარგად ერკვევა.

 

„თაიმერს“ კონფიდენციალურმა და კომპეტენტურმა წყაროებმა სხვა ინფორმაციებიც მიაწოდეს. კერძოდ, მათი ანალიზის მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა საარჩევნო კამპანა, პრინციპში, დაწყებულაი, ერთი მინისტრის მოხსნა იმაზე მიანიშნებს, რომ მას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მიჰყვეს.

 

„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობაში 3-დან 8  ცვლილებამდე კიდევ განხორციელდება. როგორც მე გავიგე, უახლოეს დღეებში თანამდებობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და დიასპორის სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძეც დატოვებენ,“ – აღნიშნა „თაიემრთან“ საუბრის დროს ჩვენა წყარომ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი გადაყენებული მინისტრი საპარლამენტო სიაში ან რომელიმე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიხილოთ.

 

ჩვენი წყაროებისგან მოწოდებულ კულუარულ ინფორმაცებში „თაიმერს“ ყველაზე უცნაურად ერთი დეტალი მოეჩვენა. კერძოდ, ინფორმატორებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები მოსალოდნელ ძალოვან უწყებებშიც არის, თუმცა ყველა წყარომ სხვადასხვა ძალოვანი მინისტრის გვარი დაასხელა.

 

„ზუსტად ვიცი, რომ ვარშავის სამიტამდე თინა ხიდაშელს არ მოხსნიან, შესაბამისად, ის „რესპების“ საარჩევნო სიაში, ალბათ, არ იქნება. სხვათა შორის, პრემიერმა კვირკაშვილმა ღიადაც დაადასტურა, მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ხიდაშელმა წარადგინოსო, მაგრამ სამაგიეროდ, როტაცია შეიძლება, პოლიციას შეეხოს. ზოგადად, კულუარებში ყური მოვკარი, რომ ცალკეული ჩინოვნიკი ოპოზიციასთან ფარულად თანამშრომლობს. აქ ლაპარაკი ისეთ ოპოზიციურ ფლანგზეა, რომელიც „ოცნებისთვის“ მისაღებია, მაგრამ თანამშრომლობას ზემოდან ვიზირება სჭირდება, ამიტომ, ზოგი ჩინოვნიკი დამოუკიდებელი მოქმედებისთვის, ალბათ, დაისჯება, – ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც „თაიმერს“ „ოცნების“ საარჩევნო ე.წ. სტრატეგიაზეც ესაუბრა და უთხრა, რომ მმართველი პარტია ყველა რაიონში მაჟორიტარობის, მინიმუმ, ხუთ კანდიდატს მაინც ელაპარაკება, – ჩათვალეთ, რომ ეს ჩვეუელბრივი კასტინგია. ასე რომ, დანამდვილებით არავინ იცის, ამ კასტინგში ვინ გაიმარჯვებს, ანუ „ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვის დაასახელებს. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ „კასტინგის“ სულისჩამდგმელი კახა კალაძე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც კორცხელის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი წაუყენეს და გირაო შეუფარდეს, მმართველ გუნდში რაღაც გადათამაშებები მოხდა. ახლა, თავს ვერ დავდებ, რომ კალაძის პოზიციები შესუსტდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მის სიტყვას მაინცდამაინც დიდი ძალა აღარ ექნება. „ოცნება“ არ იმჩნევს, მაგრამ ფრთხილობს, რადგან იცის, რომ ოქტომბერში დიდი საბრძოლველი ექნება,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს
შემდეგი სტატიალეონიდ თიბილოვი: ცხინვალის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან ერთიანობის გამყარებისკენაა მიმართული