საქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს

საქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტს მრავალმხრივი დანიშნულება გააჩნია, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეთნო კულტურის შენარჩუნების კუთხით და ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით და სოციალური კუთხით.

“იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს და ჩვენი ვალია, რომ ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, კონკრეტული მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ კონკრეტულ გეგმას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ და ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველას. ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უალხოესი წარსულის განმავლობა გვინახავს. მინდა ყველა თქვენთაგანს ვუსურვო წარმატებები, მეტი ოპტიმიზმი და უფრო მეტი რწმენა ჩვენი მომავლის, რაც აბსოლუტურად საფუძვლიანია და დამერწმუნეთ, ჩვენ ამ გეგმებს ნამდვილად განვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო
შემდეგი სტატიამალე ოთარ დანელიას და გელა დუმბაძესაც მოხსნიან?