მაკა ჩიჩუა : “იარაღი ჩემი ძმის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა, ის ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია”

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ მისი ძმის სახლში აღმოჩენილი იარაღი მგალობლიშვილის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.
ჩიჩუას თქმით, იარაღი გამოუსადეგარი და ძველი იყო.

“კარგად აღნიშნა ადვოკატმა, ის იარაღი რომელზეც არის საუბარი, ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია. ის ააწყვეს ექსპერტიზაზე, იმიტომ რომ უვარგისია. მამამისი დაკავებამდე სამი დღის წინ გარდაიცვალა, იმ სახლიდან წამოიღო და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი ბრალი არის”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი ლედის ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.

მგალობლიშვილი მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან”
შემდეგი სტატიამუსიკალურ ტელე-შოუ “უკრანის ხმაში” დეკანოზმა გაიმარჯვა (ვიდეო)