უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ალექსანდრ კლიმენკომ ტელეარხ “1+1”-ის მუსიკალურ შოუში “უკრაინის ხმა” გაიმარჯვა. დეკანოზმა შოუს მანძილზე რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის «Материнська Любов», რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ ხელახლა იმღერა. ზუსტად ეს სიმღერა შეასრულა კლიმენკომ შესარჩევ ტურშიც.