მაკა ასათიანის ადვოკატი “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში სამართლებრივი სივრცის დარღვევაზე საუბრობს

მაკა ასათიანი საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. მისი ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით ასათიანი შეეცდება ვითარება მშვიდ რეჟიმში გადაიყვანოს.

“ხვალ გეგმავს შეხვედრას პრესასთან, გააკეთებს განცხადებას თავის სამომავლო გეგმების შესახებაც დეტალურად ისაუბრებს. მე ვფიქრობ ის შეეცდება, რომ მშვიდ რეჟიმში გადაიყვანოს ვითარება თუ ეს შესაძლებელი იქნება, თუ არა ცხადია ის დაიცავს თავისი, როგორც პარტნიორის და თავისი, როგორც მესაკუთრის უფლებებს, გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს ვიდრე ჩვენ აქამდე ვიცოდით, ხვალ ბაია გადაბაძეც აპირებს განცხადების გაკეთებას გარკევული ინფორმაციის გასაჯაროებას, ჩემი ვარაუდით ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს და აშკარა გახდება თუ ვინ გადის სამართლებრივი სივრციდან ან ვინ იყო გასული სამართლებრივი სივრციდან და რეალურად რა მოხდა ამ სიტუაციაში“ – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე – “თავისუფალი დემოკრატები” გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში
შემდეგი სტატიათურქეთის საზღავრთან 35 ათასი ადამიანი დახმარებას ელოდება