მაირ მამედოვი – ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ

sokariსაქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, – ამის შესახებ “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა “მაესტროს” განუცხადა. როგორც მამედოვმა აღნიშნა, ამ პროგნოზებს გეგმაში ყოველთვის ითვალისწინებენ, ამიტომ, მოულოდნელი არაფერი არ არის.

“ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ მივიღებთ. ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ, საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და შესაბამისად, მიწოდებასაც ვზრდით”, -განაცხადა მამედოვმა.

https://youtu.be/DVd9EHapW1k

 

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ტაბულას“ თანამშრომლების ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიავოისის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა (ვიდეო)