მაია რჩეულიშვილის ადვოკატები დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვენ

კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდებულის დასწრების გარეშე არ უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, მაია რჩეულიშვილს მთავარი მოწმეების დაკითხვის პროცესზე დასწრება თავად სურს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.

„სასამართლო პროცესზე ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვა იგეგმება. მაია რჩეულიშვილს კვლავ უნდა და არ შუცვლია თავისი პოზიცია, რომ ამ მოწმეების დაკითხვაში მიიღოს მონაწილეობა. ის სასამართლოს სთხოვს, მისი დასწრების გარეშე, მოწმეების დაკითხვა არ განხორციელდეს და სხდომები არ გაიმართოს. კანონის თანახმად, ბრალდებულის უფლებები დაცულია და პროცესი მის გარეშე არ უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მაია რჩეულიშვილი თოდუას კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი დღის წინ დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ცენტრ პოინტის” საქმე-საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოში ჩამოვიდა