მაი ცქიტიშვილი: „ანაკლიის კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოუწევს 10 მილიონი დოლარის ოდენობით

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს დარიცხული პირგასამტეხლო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი დადგება და შემდგომი იურიდიული პროცედურები დაიწყება ,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ვინაიდან „ანაკლის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება უწყდება, კონსორციუმმა სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დააბრუნოს.

„ჩვენს მიერ იქნება შეფასებული, რა თქმა უნდა, იურიდიული შედეგები ამ ხელშეკრულების გაწყვეტის. ხელშეკრულებით გაწერილია მთელი რიგი პროცედურები, ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცედურებს მივყვებით. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც არის უკვე გაწეული შეღავათი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უკვე განხორციელდა. დღეის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, კონსორციუმს აქვს დარიცხული დამატებითი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები ბუნებრივია იქნება დაწყებული, ბუნებრივია, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნებაც სახელმწიფოსთვის და ა.შ. “ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

banner
წინა სტატიაშიგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-გახარია პრემიერის პოსტს ტოვებს და „ქართუ ჰოლდინგს“ უხელმძღვანელებს