მაგის დათვლილი პროცენტები გვახსოვს, მოტყუებით მიიყვანა ბატონი ბიძინა და წაგებული არჩევნები აზეიმა – შაქარიშვილის თქმით, კობახიძეს ივანიშვილმა “ყური აუწია”

ირაკლი კობახიძეს ყოფილი თანაგუნდელები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგებს ახსენებენ და ურჩევენ პროცენტებისა და ციფრების თვლას თავი დაანებოს, რადგან ეს მისი ძლიერი მხარე არ არის.

საკრებულოს უმრავლესობიდან პროტესტით წასული ვახტანგ შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი კობახიძემ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” 3%-იანი რეიტინგი უწინასწარმეტყველა.

შაქარიშვილი კობახიძეს ურჩევს, გაიხსენოს, როგორც დაითვალა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და როგორ აზეიმა საზოგადოება, პარტიის ლიდერები და პარტიის დამფუძნებელი ცრუ შედეგების გამო.

მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ის თავად იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილის შტაბში, როცა კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი იქ მოტყუებით მიიყვანა და არასწორად დათვლილი შედეგების გამო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება აზეიმა.

შაქარიშვილი კობახიძეს ახსენებს, რომ ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს “ყური აუწია”.

“ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე,ს ადაც აპრიორში წაგებულია არ შევიდოდი.თანაც ჩვენ ვიცით , ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში,როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში.

“ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ რასაც ლაპარაკობენ“- განაცხადა შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვალდებულები ვართ, სახალხო დამცველს მისი მოთხოვნის შესაბამისად მოვუსმინოთ”
შემდეგი სტატია„თავისუფალი საქართველოდან“ შუალედურ არჩევნებზე ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება