მაღლაფერიძე – ექვსმა არასრულწლოვანმა, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ექვსმა არასრულწლოვანმა, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს.

მისი თქმით, ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა კიდევ ათამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებით.

„მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო დაწესებულებაში, ექვსმა ბავშვმა გამოთქვა სურვილი, რომ უნდოდა სახელმწიფო ზრუნვის ფორმის გამოცვლა. ექვსივე ბავშვი გამოყვანილია პანსიონიდან და ახლა კიდევ გრძელდება დამატებით 10 ბავშვთან მუშაობა.

ამავდროულად მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც. ბავშვების ზრუნვის შეცვლის ფორმას გარკვეული მუშაობა სჭირდება. ეს გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. ამისთვის ჩვენ სპეციალური ჯგუფი გვყავს გაგზავნილი, რომლებიც იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას იქამდე, ვიდრე არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი წყნარად არის.

ბავშვებმა დაწესებულებიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ სურდათ ქალაქთან ახლოს ყოფნა და ისინი აქეთ სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ. მათი ასაკი 10-დან 16-წლამდეა.

რაც შეეხება ათ ბავშვს, რომელთანაც მიმდინარეობს მუშაობა, ისინი რომ ითხოვდნენ ასე პირდაპირ გადაყვანას, უკვე გადმოყვანილი იქნებოდნენ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სურვილები დაფიქსირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია გადმოყვანის პროცესში ბავშვების სურვილები და როგორც კი გვექნება, იმ დროს გადმოვიყვანთ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიხვიჩია – რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, ეს უნდა შესრულდეს