მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთიდან თბილისში 50 წლამდე მამაკაცი გადმოიყვანეს

„კახეთში რეგიონში, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულებს უმკურნალონ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე განმრატებით, საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია, რადგან რეგიონში 4 საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო აპარატურით უკვე აღიჭურვა და კლინიკები პაციენტების მისაღებად მზად არიან.

მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ჯერჯერობით არც ერთი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებლა. ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 528 -დან 576-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მოქალაქეების რაოდენობას, მათი რიცხვი 455-ია, ხოლო 43-ს კი სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხნა.

მაღალი ტემპერატურის გამო კი, თბილისში, 50 წლამდე პირი გადაიყვანეს, რომელსაც ანალიზები უკვე აუღეს და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კახეთის ორ მუნიციპალიტეტში არსებულ 8 საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი, შესაძლოა, აღდგომამდე შემოიღონ – დიმიტრი ხუნდაძე ზომების გამკაცრებაზე საუბრობს