მაგდალენა ანდერსონი ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდა

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსი კულებას ინფორმაციით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი კიევის რეგიონში ბუჩასა და ბოროდიანკას ესტუმრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, შვედეთის დელეგაცია ბუჩას წმინდა ანდრიას ეკლესიასთან მივიდა, სადაც რუსული ძალების მიერ მოკლული ადამიანების მასობრივი საფლავებია. ანდერსონმა ასევე დანგრეული და დაზიანებული სახლებიც მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპაში – მიშელ რივაზი