მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება.

წინა სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უკვე შედგა ნაფიცი მსაჯულების სავარაუდო კანდიდატთა 100 კაციანი სია. მათგან საბოლოოდ 12 შეირჩევა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა თავად მაგდა პაპიძემ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც, შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

banner
წინა სტატიაშითბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
შემდეგი სტატია„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება