„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება

„ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანი მიროტაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მეორე და მესამე ნომერს, როგორც მიროტაძემ აღნიშნა, ამაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, რადგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი.

“ჩვენ თავბრუს არ დავახვევთ დაპირებებით ამომრჩეველს და გავუშვებთ მართალ გზავნილებს ამომრჩევლების მოსართით. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად.როდესაც ადამიანები მივლენ არჩევნებზე, გვაქვს იმედი, რომ აგვირჩევენ . ჩვენ გავქვს საკმარისი რესურსი, შეთავაზებები, ხედვები დაწყებული ქვეყნის უსაფრთხოებიდან, დასრულებული სოციალური პრობლემებით. ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“,-აღნიშნა ანი მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა