„მადლობა პურის ნორმის გაორმაგებისთვის!“ – მშიერი ხალხი სამადლობელო წერილი ზუგდიდის მერს

ზუგდიდში მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებია. მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა ბოშლევიკურ მთავრობას მშრომელები იმისთვისაც მადლობას უხდიდნენ, რომ სუნთქავდნენ. ზუგდიდის მერიას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გასაჯაროება მის რეიტინგზე დადებითად აისახება. ახლა, არ იკითხავთ თუ რა განცხადებაზეა საუბარი? უფასო სასადილოს ბენეფიციარები ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას მადლობას უხდიან პურის ნორმის გაორმაგებისთვის. აბა კიდევ ვინმე იტყვის, რომ ხელისუფლება მშიერ ხალხზე არ ზრუნავს?! დიახაც ზრუნავს. თან ისე ზრუნავს, როგორც არქიფო ზრუნავდა თავის ყმებზე. ასე რომ მალე ზუგდიდში ჩინოვნიკებს შესაძლოა „პოლიხრონიონიც“ უმღერონ!
ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშითბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 1 მაისიდან იწყება
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ექსკლუზიური დოკუმენტები – სესიაშვილის შვილის საქმეზე მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის