თბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 1 მაისიდან იწყება

თბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 1 მაისიდან იწყება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარულ რეისებზე „ურალის ავიახაზებმა“ ნებართვა 10 აპრილს მიიღო. ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, Airbus A320 თვითმფრინავით შესრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ბილეთის მინიმალური ღირებულება, მოსაკრებელთან ერთად, დაახლოებით 540 ლარი იქნება.

თბილისი-სოჭის მიმართულებით 2014 წელს ფრენების შესრულება „აირზენამ“ დაიწყო, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო რეისები მალევე შეჩერდა.

banner
წინა სტატიაშიკურილიის საკითხი: პუტინმა და აბემ მოლაპარაკებები გამართეს
შემდეგი სტატია„მადლობა პურის ნორმის გაორმაგებისთვის!“ – მშიერი ხალხი სამადლობელო წერილი ზუგდიდის მერს