მაჭავარიანი – ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი.

„ჩვენ გვჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება ისეთი ტიპის შეღავათების გაკეთებას, როგორიცაა მაგალითად: ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება 2021 წელს. ასევე, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის ოთხი თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ამჟამად, ეს ვადა გადის მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს და ჩვენ ამ ვადას ტექნიკურად გავაგრძელებთ პირველ იანვრამდე. მანამდე, უნდა მოხდეს მისი საკანონმდებლო წესით გამაგრება. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე საპენსიოს გამოყენებაზე: ვინაიდან მოსახლეობის მოთხოვნაა, საკითხს დავაყენებ
შემდეგი სტატიატურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება