მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას აქვთ კარგი ურთიერთობები

“ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ბოლო თვეების განმავლობაში და ბუნებრივია, ახლა რაღაც ფაბრიკაციას მიმართა და უნდა, რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს ურთიერთობები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მრავალი ასეული წლის ურთიერთობები საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის არ დაზიანდება.”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე კომენტირებისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული გალის რაიონი ქართული ენის აკრძალვის ფინალურ ეტაპზეა
შემდეგი სტატიაგახარიას პარტიიდან წასული ყოფილი კანდიდატი ოპოზიციას: პოლიტიკის ბინძური ხელებით ფათური, მინიმუმ, უზნეობაა