მაჭარაშვილი – სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის, არც მის ახლობლებს, – განაცხადა მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან.

„სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც მისი უფლებები უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს მასზე ასეთი ძლიერი შთაგონება მაშინ მოეხდინათ, როცა ის დანაშაულებს სჩადიოდა და რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის. საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია – არ უნდა დააშავო, თუ დააშავებ, მაშინ სასჯელი უნდა მოიხადო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი – უკრაინის არაერთმა თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ აქაური „ომის პარტიის“ მიზანი მეორე ფრონტის გახსნა იყო, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც
შემდეგი სტატიახაზარაძე – სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე