გურამ მაჭარაშვილი – უკრაინის არაერთმა თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ აქაური „ომის პარტიის“ მიზანი მეორე ფრონტის გახსნა იყო, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც

უკრაინის არაერთმა თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ აქაური ომის პარტიის მიზანი მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებებიც – მიხედონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსი არესტოვიჩის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას გააგრძელებს.

“იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ, თუმცა, ამას ადეკვატური პასუხი ექნება, რაც არის ის, რომ საქართველოს საზოგადოება მოუწოდებს ამ თანამდებობის პირებს, მიხედონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით. ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები არამხოლოდ მეორე ფრონტის გახსნისთვის არის, არამედ იმისთვისაც, რომ მოხდეს საქართველოს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მაინც და ამ მიმართულებით მაინც ჩაითრიონ საქართველო არეულობაში და აკეთებენ გამაღიზიანებელ განცხადებებს. ჩვენ გაცილებით ჭკვიანები ვართ, რომ არ ავყვეთ მათ განცხადებებს და გავაგრძელებთ ეტაპობრივად პრაგმატულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენმ, მასთან აფილირებული NGO-ები და არახამია-არესტოვიჩის ფრთა ერთი შინაარსის მატარებელია – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება