მაჭარაშვილი – ქვეყანაში რადიკალური პროცესების წარმართვა არავის გამოუვა

გვარამიამ, რომელმაც თქვა, მე ის ნიკა აღარ ვარო, ჰალსტუხი გაიკეთა, სამი დღის წინ მოიხსნა და ზუსტად ის თმაგაწეწილი და მაგინებელი გვარამია მოევლინა ადამიანებს, მათ საზოგადოების უმრავლესობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რადიკალური პროცესების წარმართვა არავის გამოუვა.

„ჩვენ აქციაზე ვნახეთ სამწუხაროდ ცივი იარაღი, გვარამიას რევოლუციური მოწოდებები, ოპოზიციის განცხადებები, რომ შეცვალეს ორგანიზატორების მიზანი და თქვეს, რომ დაუმორჩილებლობა იყოს. მერე ამას არ დაეთანხმნენ იქაური ორგანიზატორები. მათი მიზანი იყო და იქნება რადიკალიზმი და არეულობა, რასაც არ მალავენ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტი, რომ საზოგადოების უმრავლესობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამას რომ ხვდებიან, ამიტომ არიან გაგიჟებულები და იმიტომ უნდათ, რომ ეს რადიკალური პროცესები იყოს, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაკლეიტონი – სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტია, ყველაფერი, რაც აფერხებს მისი მუშაობის შესაძლებლობას, არის ის, რის გამოც ვიქნებოდით შეშფოთებულები