ლუკაშენკოს განცხადებები აფხაზებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს

,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაოცებულები დარჩნენ, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ, თბილისში ვიზიტის დროს გაკეთებული ემოციური გამონათქვამებით,,- აცხადებს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო უწყება.
,,წუხილს იწვევს ის ფაქტიც, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, აფხაზეთზე ლაპარაკობს როგორც საქართველოს კუთხეზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში. ამასთანავე, ბელორუსის მეთაურისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ აფხაზეთი არა საქართველოს რომელიმე კუთხე, არამედ 2008 წელს რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა,, აცხადებს ჩირიკბას უწყება, რომელიც თავის განცხადებაში რუსეთისა და ბელორუსის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც აკეთებს აპელირებას. ,,ვთვლით, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყნის, ბელორუსის ლიდერისთვის შეუფერებელია, გააკეთოს აფხაზეთის შეურაცხმყოფელი განცხადებები,, ნათქვამია ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსულ ჯარში ,,კოკა-კოლა,, და ,,სნიკერსი,, აიკრძალება
შემდეგი სტატიაიტალიელი პატიმრები რომში პარკებს დაასუფთავებენ