რუსულ ჯარში ,,კოკა-კოლა,, და ,,სნიკერსი,, აიკრძალება

რუსეთის ჯარის მომარაგებით დაკავებული, საბჭოეთის დროიდან ცნობილი ,,ვოენტორგი,, აცხადებს, რომ ამერიკული ბრენდები ,,კოკა-კოლა,, და ,,სნიკერსი,, რუსულ ჯარში უნდა აიკრძალოს.
,,არასწორია, როდესაც რუსულ არმიაში ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმელი ამერიკული ,,კოკა-კოლაა,, და ყველაზე პოპულარული შოკოლადის ბატონი -,,სნიკერსი,,… ეს ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროდუქტები ადგილობრივი ბრენდითთ ჩავანაცვლოთ. ,,კოკა-კოლას,, ჩანაცვლება ჯერჯერობით გაგვიჭირდება, თუმცა ,,სნიკერსს,, მალე მოვუძებნით ღირსეულ შემცვლელს,, აცხადებს ,,ვოენტორგის,, დირექტორი ვლადიმერ პავლოვი.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მოკლეს ქალი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა
შემდეგი სტატიალუკაშენკოს განცხადებები აფხაზებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს